კვირა, 22 ივნისი, 2025 წელი 13:36:28
|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პირველკასელები ჩაშლილი ტენდერის გამო შესაძლოა ნეთბუქების გარეშე დარჩნენ

„კომერსანტისთვის“ ცნობილი ხდება, რომ პირველკასელთათვის ნეთბუქების შესყიდვაზე ტენდერი აღარ ჩატარდება. 

როგორც კომპანია ,,ალგორითმის’’ ხელმძღვანელმა განაცხადა, განათლების სამინისტრო ნეთბუქებს მის მიერ შერჩეული კომპანიისგან პირდაპირი შესყიდვის წესით შეიძენს. 

გიორგი კორახაშვილის თქმით, ,,ალგორითმის’’ გარდა განათლების სამინისტრო კომპანია ,,იუჯითის’’ პროდუქტსაც განიხილავს, რომლის წარმოდგენილ ეგზემპლარსაც კორახაშვილის ცნობით, დისკვალიფიკაცია მიეცა და რომელიც უწყებას არა ნეთბუქს, არამედ ჩვეულებრივ ნოუთბუქს სთავაზობს. 

მისივე თქმით, ,,ალგორითმის’’ ნეთბუქი სპეციალიზირებულია, ახალი თაობის ბუქს წარმოადგენს და ყველა დეტალის თუ ტექნიკური მონაცემების მიხედვით პირველკლასელებზეა გათვლილი. ვისგან შეიძენს ნეთბუქებს, გადაწყვეტილება სამინისტრომ კვირის განმავლობაში უნდა მიიღოს. მისივე თქმით, ნეთბუქების მომწოდებელ ქარხანაში ყველა საჭირო ნაწილები მობილიზებულია, შეკვეთა დროულად შესრულება და პირველკალსელებს ნეთბუქების გარეშე დარჩენის საფრთხე არ ემუქრება. 

ნეთბუქების ტენდერის ჩაშლის გარშემო განვითარებულ მოვლენებს განათლების მინისტრიც გამოეხმაურა. 

როგორც თამარ სანიკიძე მედიასთან საუბარში აცხადებს, მოხდება ნეთბუქების გამარტივებული შესყიდვა და ორ მომწოდებელთან კიდევ ერთხელ დაზუსტდება როგორც მოდელი, ისე ღირებულება და მიწოდების ვადები. პირველკლასელთა ნეთბუქების შესყიდვაზე ტენდერი 14 მაისს გამოცხადდა, თუმცა გამარჯვებულის გამოვლენა ვერ მოხერხდა. განათლების სამინისტროს მიერ შესასყიდად განაცხადი  46 ათას  ნეთბუქზე იყო წარდგენილი, რომლის სავარაუდო ღირებულება 20 მილიონ 608 ათას ლარს შეადგენდა.

commersant.ge

ავტორი: ნიუპრესი