|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ელექტროენერგია შესაძლოა გაძვირდეს

ელექტროენერგეტიკის სექტორში ახალი სატარიფო მეთოდოლოგიების შემუშავება დასრულდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია შეიცვლება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი.
სემეკმა ახალი მეთოდოლოგიის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" გამართა. პრეზენტაციას "სემეკის" წევრები, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი, ელექტროენერგეტიკის სექტორში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ. "სემეკში" ამბობენ, რომ ახალი მეთოდოლოგია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, გამოცდილებასა და სტანდარტებს შეესაბამება. ახალი მეთოდოლოგია მიმდინარე წელს ამოქმედდება, თუმცა კონკრეტულად როგორ აისახება ელექტროენერგიის ტარიფზე, ჯერჯერობით უცნობია. კომპანიების წარმომადგენელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ტარიფი არ გაიზრდება, ნაწილი კი აცხადებს, რომ თუ დარგში ინვესტიციას განახორციელებენ, ეს ტარიფზეც უნდა აისახოს. ექსპერტები და სპეციალისტები კი ვარაუდობენ, რომ ტარიფის მკვეთრი ზრდა არ მოხდება.
ენერეგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი აცხადებს, რომ ახალი მეთოდოლოგია დაბალანსებულია და იცავს, როგორც მომხმარებლის ინტერესებს, რათა დაცული იყოს მომხმარებელი გაზრდილი ფასებისა და არამიზნობრივი ხარჯებისგან, ასევე გარკვეულ მოტივაციას და გარანტიას აძლევს ინვესტორს, რომ ინვესტირებული თანხა გარკვეული მოგების ოდენობით ამოღებული იქნება.


იხილეთ სრულად
bpn.ge

ავტორი: ნიუპრესი