ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების ვინაობა ცნობილია
ქუთაისის საკრებულოს მიმდინარე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები აირჩიეს. თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ბექა ყანჩელის კანდიდატურა დასახელდა. ყანჩელის კანდიდატურას 18-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ერთი ბიულეტენი კი ბათილად იქნა ცნობილი. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.
საკრებულოს თავმჯდომარის მეორე მოადგილედ საფიჩხიის მაჟორიტარი დეპუტატი ნიკა ლატარია იქნა
არჩეული. ლატარიას კანდიდატურის დასახელებისას არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ფრაქცია
„ქუთაისისთვის“ წევრმა სამსონ გუგავამ. გუგავას განცხადებით საკრებულოს თავჯდომარის
მეორე მოადგილის კანდიდატურაზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი უნდა დაესახელებინათ. " ეს გაზრდიდა თანამშრომლიბის ხარისხს ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის, რაც ქალაქისთვის და ქვეყნის დემოკრატიულო განვითარებისთვის
წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. ვთვლი, რომ მეორე მოადგილის პოსტზე ოპოიციის კანდიდატი
უნდა დასახელებულიყო, ამის გამო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მივიღებ", - განაცხადა
სამსონ გუგავამ.
საკრებულოს თავმჯდომარის დავით დვალის განცხადებით, მოადგილის
პოსტზე ოპოზიციის კანდიდატის დასახელება იმ
მიზეზით არ მოხდა, რომ საკრებულოს შემადგენლობაში 4 ოპოზიციური აპარტია შედის
და როგორც დვალმა განაცხადა კონკრეტული წინადადება ოპოზიციის მხრიდანაც არ ყოფილა წარმოდგენილი.
ნიკა ლატარიას თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე არჩევაში
18-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა აქედან ერთი ბიულეტენიკვლავ ბათილად იქნა ცნობილი.
ავტორი: დეა მანაგაძე