"ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება 30 ადამიანს აქვს წაკითხული"
„ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება საქართველოში სულ 20-30 ადამიანს აქვს წაკითხული’, -. აღნიშნულის შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ სემინარზე სახელწოდებით - „მეტი ინფორმაცია ევროკაშირის შესახებ“, განაცხადა. მისი თქმით, ათასგვერდიანი ხელშეკრულების გადათარგმნა ახალხანს მოხდა. ის მხოლოდ იმ ადამიანებს აქვთ საკითხული, რომლებიც კონკრეტულად იყვნენ ამ საქმეში ჩართულები.
მისივე თქმით, ხელშეკრულების შესახებ ინფომაცია მოსახლეობას საერთოდ არა აქვს. შესაბამისად, მათთვის არაა ცნობილი ხერლშეკრულების დადებითი დ აუარყოფითი ხმარეები. კაკაჩის თქმით, ამ ინფორმაციის მიწოდებაზე მთავრობამ უნდა იზრუნოს.
კაკაჩიამ ასევე განმარტა, რომ მოსახლეობაში არასწორი ინფორმაციაა, რომ თითქოსდა ამ ხელშეკრულებით საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდა.
„აღნიშნული
ხელშკრულება არ არის ბილეთი იმისა, რომ საქართველო მომავალშიც გახდება ევროკაშირის
წევრი ქვეყანა. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად და სრულყოფილად შეასრულებს იმ ვალდებულებებს, რომელიც
ამ ხელშეკრულებით არის განსაზღვრული. ვალდებულება კი ძალიან ბევრია’, - განაცხადა კორნელი
კაკაჩიამ.
„მეტი ინფორმაცი ევრიკავშირის შესახებ“ სემინარი
ქუთაისში სასტუმრო „რჩეული პალასში“ ორი დღის განმავლბაში გაგრძელდება. იგი ნიდერლანდების ინსტიტუტის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის
მხარდაჭერით ხორციელდება.
ავტორი: თეკლე მორგოშია