დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოში - პირველი რიგგარეშე სხდომა ხმაურით მიმდინარეობს
ქუთაისის საკრებულოს პირველი რიგგარეშე სხდომა უმცირესობასა და უმრავლესობას შორის დაპირისპირებით დაიწყო.
"ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" დეპუტატებს შორის კამათი საკრებულოს უმრავლესობის წევრის, ნატო ქათამაძის წინადადებას მოჰყვა. ქათამაძემ საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დვალისგან მერიის სამსახურების უფროსების პოსტზე ახლადდანიშნული პირების ბიოგრაფიული მონაცემების მოკლე მიმოხილვა მოითხოვა.
"კონკრეტული ადამიანების მიმართ არსებობს კითხვის ნიშნები და მათზე უნდა ვისმჯელოთ. ბევრი მათგანი წინა ხელისუფლების დროს არაკანონიერ საქმიანობასაც ეწეოდა" - განაცხადა ნატო ქათამაძემ.
ქათამაძის ამ განაცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების მხრიდან გაცხარება მოჰყვა. როგორც დავით გოგისვანიძემ განაცხადა, წინა ხელისუფლების დროს მომუშავე ადამიანების თანამდებობაზე დანიშვნა დანაშაულს არ წარმოადგენს.
"წინა ხელისუფლებაში მომუშავე ხალხი ახლაც რომ არ მუშაობდნენ თვითმმართველობაში, კარგად იქნებოდა თქვენი საქმე," - განაცხადა გოგისვანიძემ.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 25 ხმა