|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

700 ათას ლარამდე ცვლილება ქუთაისის ბიუჯეტში - რას მოხმარდება დამატებითი თანხები

ქუთაისის საკრებულოს პირველ რიგგარეშე სხდომაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტში 676 ათას ლარამდე ცვლილებები შევიდა.

ქუთაისის ვიცე-მერის, კოტე ქავთარაძის განმარტებით, აღნიშნული თანხის ნაწილის მობილიზება ერთი თვის პრემიალური ფონდიდან მოხდა, ხოლო თანხის ნაწილი, ბიუჯეტის 6 თვის შემოსულობების გადაჭარბებით შესრულებით მიიღეს.

"26 მაისს მერიის თანამშრომლებზე პრემიის გაცემა არ მომხდარა და ეს თანხები გადმოვიტანეთ ქალაქისთვის უფრო მნიშვნელოვანი საჭიროებისთვის," - განაცხადა ქავთარაძემ.

ბიუჯეტში შესული ცვლილებების თანახმად, აღნიშნული თანხის დიდ ნაწილს  - 450 000 ლარს საკალათბურთო კლუბი "ქუთაისი" მიიღებს; 160 ათასი ლარი გამოეყო სპორტის სასახლეს, მოედნის შეცვლისათვის, ხოლო 50 ათასი ლარი  მედიკამენეტებით დახმარების პროგრამას მოხმარდება. ასევე, 60 ათასი ლარი დაიხარჯება მერიის მიერ მიმდინარე წელს ქუთაისში გასახორციელებელი საპროექტო სამუშაოებისთვის.

ავტორი: დეა მანაგაძე