„ასოცირების ხელშეკრულების მიმართ ყველაზე ნიჰილისტური დამოკიდებულება იმერეთშია“
ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის ელენე გოცაძის განმარტებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან მიმართებაში ყველაზე მეტად ნიჰილისტური დამოკიდებულება სწორედ იმერეთის რეგიონშია.
"მე ვატარებ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა ქალაქებში შეხვედრებს და ისეთი უიმედო დამოკიდებულება როგორც ქუთაისში და იმერეთის რეგიონში არის, არც ერთ სხვა ქალაქში არ დაფიქსირებულა. ამიტომაც ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი,რომ ამ ხალხს მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია თუ ზოგადად რას ნიშნავს ასოცირების ხელშეკრულება. ეს სამუშაოები უპირველეს ყოვლისა, მთავრობამ და მედიამ უნდა შეასრულოს. ამ უკანასკნელს ინფორმაციის გავრცელებაში ლომის წილი მიუძღვის", - განმარტა ელენე გოცაძემ სემინარზე "მეტი ინფორმაცია ევროკავშირის შესახებ".
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფრომაციის გავრცელებაში ბიზნესის წარმომადგენლებმაც უნდა შეასრულონ გარკვეული როლი. გოცაძე აღნიშნავს ,რომ ბიზნესმენები ორიენტირებულნი არიან თავიანთ მოგებაზე, "მაგრამ ეს არ არის აქცია და რეკლამა ვაქცინაზე, აქ არის ასოცირების ხელშეკრულებაზე საუბარი, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს სამომავლო პერსპექტივაში ძალიან დიდი მოგება დარჩებათ“, -აღნიშნა ელენე გოცაძემ.
„მეტი ინფორმაცი ევროკავშირის შესახებ" სემინარი ქუთაისში სასტუმრო "რჩეული პალასში“ ორი დღის განმავლბაში გაგრძელდება. იგი ნიდერლანდების ინსტიტუტის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის მხარდაჭერით ხორციელდებ
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 25 ხმა