|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხელოვნურ განაყოფიერებაზე მოთხოვნა იზრდება

 საქართველოში ხელოვნურ განაყოფიერებასა და სუროგაციაზე მოთხოვნა

იზრდება. ინ ვიტრო ცენტრები ქართულ ბაზარზე რამდენიმე წლის

წინ გამოჩნდა და დამკვიდრება დაიწყო.

ყველაზე ფართოდ განხილვადი სუროგაციისა და ხელოვნური განაყოფიერების

თემა მიმდინარე წლის იანვარში გახდა, როდესაც პატრიარქმა ილია მეორემ

 საშობაო ეპისტოლეში აღნიშნა, რომ ოჯახი, რომელშიც სუროგატი დედის მიერ

დაბადებული ბავშვი იზრდება არ შეიძლება იყოს ბედნიერი. საქართველოს

პატრიარქი ეპისტოლეში აღნიშნავდა, რომ „პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც,

რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ“.

კლინიკაინ ვიტროსხელმძღვანელი ნატალია ხონელიძეკომერსანტთან

 საუბრისას აცხადებს, რომ 2014 წელს კლების ტენდენცია არ შეინიშნება და

კლინიკის მომხმარებელთა რაოდენობა წლიდან-წლამდე იზრდება.

კლინიკა ქართულ ბაზარზე 2010 წლიდან არსებობს და თვეში საშუალოდ 60-დან

 80-მდე პაციენტს ემსახურება. კლიენტების ასაკი 20-22 წლიდან 50 წლამდე მერყეობს,

ამასთან მომხმარებლებს შორის არიან როგორც საქართველოს ასევე უცხოეთის

მოქალაქეები.

რაც შეეხება უშუალოდ ხელოვნურ განაყოფიერებას, „ინ ვიტროშიაცხადებენ,

რომ პროცედურა 3550 ლარი ღირს, თუმცა, ფასში ის მედიკამენტები არ შედის,

რომლებიც პროცესისთვისაა საჭირო.

„ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციულ კლინიკაშიც“ აცხადებენ, რომ 

პაციენტებისკლების ტენდენცია მიმდინარე წელს არ შეინიშება.

როგორცკომერსანტთანსაუბრისას კლინიკის ემბრიოლოგი

ქეთი ტუხაშვილი ამბობს,კლინიკაში ინ ვიტრო განაყოფიერება  2012

წლის  იანვრიდან დაიწყოწლების მატებასთან ერთად პაციენტების რაოდენობაც

გაიზარდა და დღეისათვის საკმაოდ ნორმალური ნაკადია.

მაგალითად, ექიმ-რეპროდუქტოლოგებთან ვიზიტები 10 დღის ვადაში 

 გაწერილია. დატვირთვით ვმუშაობთ“,- აცხადებს კლინიკის ემბრიოლოგი.

რაც შეეხება ფასებს, მედიკოსი ამბობს, რომ უშუალოდ ხელოვნური

განაყოფიერების პროცედურა 3690 ლარი ღირს, მედიკამენტები კი

2500-დან 3000 ლარამდე ჯდება. თუ კლიენტს დონორი სჭირდება,

ამ თანხას 3 ათასი ლარი ემატება, სუროგატის შემთხვევაში კი დაახლოებით

12 ათასი დოლარი.

იხილეთ სრულად

commersant.ge

 

ავტორი: ნიუპრესი