|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვიქტორ დოლიძე - სახელმწიფოს მოუწევს არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა

ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობა საქართველოსთვის - ეს საკთხი წარმოადგნდა დისკუსიის თემას, რომელიც  ქუთაისში, დემოკრატიის ჩართულობი ცენტრში გაიმართა. დისკუსიის ჩატარების ინციატორი თავად დემოკრატიის ჩართულობის ცენტრი გახლდათ. რომელმაც აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ, სხვა სტუმრებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე მოიწვია.

დოლიძემ  ხელშეკრულებას ეპოქალური მოვლენა უწოდა  და ისაუბრა ორმხრივ პასუხიმგებლობაზე, რომელიც აიღო როგორც საქართველომ, ასევე  ევროკავშირმა.  „ასოცირების შესახებ შეთანხმება არის ორმაგი პასუხისმგებლობა.  სადაც მარტო საქართველომ კი არ უნდა შეასრულოს ე.წ. საშინაო დავალება. არამედ ეს არის პასუხისმგებლობა ევროკავშირის მხრიდანაც.  ევროკავშირი სისტემური რეფორმების გატარებაში დაგვეხმარება ყველა სფეროში როგორც გამოცდილების გაზიარების, ასევე ფინანსური დახმარების კუთხით“, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

შეხვედრაზე ითქვა, რომ ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს  სახელმწიფოს უკვე დაწყებული რეფორმების გაძლიერებას და იმ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას, რომლებიც აქამედე არ მოქმედებდა საქართველოში.

დოლიძემ ისიც მიუთითა, რომ საქართველოში არსებულმა ყველა ხელისულებამ თავისი წვლილი შეიტანა ევროპასთან დაახლოების გზაზე.  

„თუკი შევარდნაძემ დაიწყო კაკუნი  ნატოსა და ევროკავშირის კარზე, სააკაშვილმა, მიუხედავად იმისა, ბევრი რამ მოგვწოდა თუ  არ მოგვწონდა მის მმართველობაში, ინტეგრაციის პროცესში შეიტანა წვლილი.  ახლა ამ აღებული პასუხისმგბლობით იმის საშუალება გვეძლევა,  რომ რეალურად დავიწყოთ რეფორმების გატარება დაწყებული სოფლის მეურნეობიდან,  ჯანდაცვისა და განათლების სიტემიდან  დამთავრებული სამხედრო- პოლიტიკური საკითხებით“, -აღნიშნა დოლიძემ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დოკუმენტში არ შევიდა სიტყვა „დეოკუპაცია“ და „ოკუპირება“.  „ამ ორი სიტყვის ჩადებაზე იყო დიდი ჭიდილი, თუმცა  ოკუპაცია არ ჩაიწერა, მაგრამ ჩაიწერა კონფლიქტის მოგვარება, როგორც გვიხსნიდნენ: საქართველომ დაიწყო პირდაპირი დიალოგი რუსეთთან, აღდგა სავაჭრო ურთიერთობები, ამიტომ ჯობდა არ შეგვეტანა კონფრონტაციული მომენტი. თუმცა ის, რომ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ, არაერთხელ დაუფიქსირებიათ თავიანთ რეზოლუციებში“, აღნიშნა დოლიძემ.

დისკუსიაზე ისაუბრეს თავისუფალი ვაჭრომის თემაზე და იმ ვალდებულებებზე, რაც ქართველ მეწარმეებს შეექმნებათ. ასევე აღინიშნა, რომ  აღებული ვალდებულებების გამო სახელმწიფოს მოუწევს  ბევრი არაპოპულარული ნაბიჯის გადადმა, თუმცა ამის გაკეთება მნიშვნელოვანი იქნება ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში.

1600 გვერდიანი შეთანხმება უკვე ნათარგმნია  და საზოგადოებას შეუძლია თავად გაეცნოს ამ დოკუმენტს, აღინიშნა შეხვედრაზე. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი