ხვალ ქუთაისში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
მიმდინარე წლის 29 ივლისს მაღალი ძაბვის ქვესადგურ "ავტოქარხანაში" დაგეგმილი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაახლოებით 11000 აბონენტს ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში.
"110/35/6 კვ ქვესადგურიდან “ავტოქარხანა” ელექტროენერგია მიეწოდება ავტოქარხნის მუნიციპალიტეტში შემავალ ქუჩებს: ავტომშენებლის, ხარებავას, ზ. ჭავჭავაძის, ბუკიას, ბელინსკის, მუსხელიშვილის, ტოლბუხინის, ორახელაშვილის, ცოტნე დადიანის, დეპოს, ტოლსტოის, მესხის, ხმელნიცკის, ჩხობაძის, ცახელის, ბელიაშვილის, გუნიას, ლუქსემბურგის, სააკაძის, ფურცელაძის, ქიაჩელის, წმ. ლუკას (აგარაკების დასახლება) და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ აბონეტებს და აქ არსებულ ობიექტებს. მათ შორის ქუთაისის N2 საპყრობილეს, ო.ჩხობაძის სახელობის საავადმყოფოს, ქუთაისის ავტომექანიკურ ქარხანას და სხვა საწარმოებს. აღნიშნული მომხმარებლები წინასწარ არიან გაფრთხილებული მოსალოდნელი გამორთვის შესახებ.
უამინდობის შემთხვევაში დაგეგმილი სამუშაოები არ ჩატარდება. ახალი თარიღის შესახებ აბონენტებს დამატებით ეცნობებათ," - აცხადებენ "ენერგო-პრო ჯორჯიაში".
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 25 ხმა