|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში ელექტროენერგიის მიწოდება 4 დღე შეზღუდული იქნება

ენერგო-პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის ინფორმაციით, იმერეთში ელექტროენერგიის მიწოდება 4 დღე შეზღუდული იქნება.
"მიმდინარე წლის 29-31 ივლისს და 1 აგვისტოს სს ენერგო-პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიეწოდება დროებით შეეზღუდება მომხმარებელთა ნაწილს:
 
ტყიბული - პროფილაქტიკური სამუშაოების ჩასატარებლად ქვესადგურში „ტყიბული 1“ დაგეგმილია შემდეგი ფიდერების გამორთვა:
 
• 29 ივლისს 10:00-11:00 სთ. - ფიდერი „სტალინი 1“ (456 აბონენტი, ქ. ტყიბული).
• 29 ივლისს 12:00-13:00 სთ. - ფიდერი „ლენინი 2“ (400 აბონენტი, ქ. ტყიბული).
• 30 ივლისს 11:00-12:00 სთ. - ფიდერი „ცოფი 2“.
 
გაჩეხვითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 29 ივლისს დაგეგმილია გადამცემი ხაზის „ჩეროსუბნის“ გამორთვა 10:00-14:00 საათამდე, რის გამოც ძაბვა შეუწყდებათ ქვესადგურ „ტყიბული 3“ აბონენტებს (3000 აბონენტი, ქ. ტყიბული, სოფ. საწირე, ძიროვანი, დაბაძველი, მანჭიორი, ბზიაური)
 
თერჯოლა/ზესტაფონი -  ახალი ძალოვანი ტრანსფორმატორის მონტაჟის მიზნით 29 ივლისს 11:00-18:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „საზანო“, რის გამოც ძაბვის მიწოდება შეუწყდება თერჯოლის რაიონის სოფლებს  საზანო, სკანდე, თუზი, ქვაციხე, ბიღა, ვარდიგორა, ალისუბანი და ზესტაფონის რაიონის სოფლებს ქვედა საზანო, ტყლაპი, სასახლე.
 
ზესტაფონი - მ/ძ ქვესადგურ „შროშაში“ დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 30 ივლისს 11:00-17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ზესტაფონის რაიონის სოფლებს შროშას, საწაბლეს, ძირულას, პატ. განთიადსა და დიდი განთიადს.
 
ხონი/სამტრედია -  31 ივლისს მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებზე „ღანირი“ და „ჯიხაიში“ დაგეგმილი გაჩეხვითი სამუშაოების გამო  12:00-15:00 საათამდე გამოირთვება მ/ძ ქვესადგურები „ხონი 1“, „ხონი 2“, „ნოღა“, „კულაში“ და „ჯიხაიში“, საიდანაც ელენერგია მიეწოდება ხონის მუნიციპალიტეტს მთლიანად და სამტრედიის რაიონის სოფლებს  კულაში, მიწაბოგირა, კვირიკე, ჩხენიში, ნინუაკუთხე, ნაბაკევი, ღანირი, ჭაგანი და დიდი ჯიხაიში.
 
ხარაგაული. მ/ძ ქვესადგურში „მარელისი წევა“ გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 1 აგვისტოს 10:00-17:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება 1600-მდე აბონენტს ხარაგაულის რაიონის სოფლებში ლეღვანი, დიდვაკე, მარელისი, ვანი, ზარანი, საღანძილე, სხლითი, ჩხერი," - ნათქვამია ენერგო-პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომპანიის ცნობით, 29 ივლისს ელექტორენერგიის მიწოდება შეზღუდული იქნება ქუთაისსა და ცაგერში.  
ქუთაისში,   ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაახლოებით 11000 აბონენტს  ავტოქარხნის დასახლებაში, მაღალი ძაბვის ქვესადგურ "ავტოქარხანაში" დაგეგმილი სამუშაოების გამო. 
ხოლო ცაგერში, 29 ივლისს 10:00-13:00 საათამდე ქვესადგურ „ცაგერში“ პროფილაქტიკური სამუშაოების გამო გაითიშება 10 კვ ფიდერი „წიფერჩი“, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ცაგერის რაიონის სოფლებს ჭალისთავი, ლუხვანო, ზარაგულა, ბარდნალა, წიფერჩი, ლარჩვალი, ჩქუმი, ქულბაქი, ზუბი, ისუნდერი, მახურა, ოყურეში, ოფიტარა. ხოლო 30 ივლისს დაგეგმილია ფიდერ „საავადმყოფოს“ გამორთვა.
 
 

ავტორი: ნიუპრესი