|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„C ჰეპატიტის მკურნალობა შესაძლებელია, მაგრამ ადამიანები იღუპებიან პრეპარატების მაღალი ფასების გამო"

28 ივლისს, ჰეპატიტებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ქუთაისში აქციით გამოეხმაურნენ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა „რუბიკონი“ და „ახალი გზა“ ქუთაისის ცემტრალურ ბაღში იმიტირებული არჩევნები მოაწყვეს, სადაც არჩევნებში მონაწილე „ელექტორატი“ ხმას C ჰეპატიტის უფასო მკურნალობას, ანუ სიცოცხლეს აძლევდა.

საქართევლოში სამი წელია მიმდინარეობს აქცია C ჰეპატიტის მკურნალობის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეების თქმით, ამ აქციებმა გარკვეული შედეგები გამოიღო, მთავრობის გადაწყვეტილებით სადღეისოდ სამკურნალო პრეპარატები 60%-იანი ფასდაკლებით იყიდება.

„ფასდაკლების მიუხედავად, პაცინტთა თემისთვის, ნარკოტიკების მომხმარებელი მოწყვლადი ჯგუფებისთვის მაინც ძვირია ეს პრეპარატები. რადგან ზოგიერთი პრეპარატი მაგალითად, ერთი ამპულა 90 დოლარი ღირს. ფაქტობრივად მკურნალობა არსებობს, მედიკამენტები არსებობს, მაგრამ ადამიანები მაინც იღუპებიან  ამ მაღალი ფასების გამო. დღევანდელი აქცია  მიმართულია იმისკენ, რომ სახელმწიფომ სრულად დააფინანსოს C ჰეპატიტის მკურნალობა“, - აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია „რუბიკონის“ წარმომადგენელმა ზაზა ქარჩხაძემ.

ჰეპატიტით დაავადებულ პაციენტთა თემის წარმომადგენლებმა მოამზადეს მიმართვაც მთავრობის მიმართ, სადაც ითხოვენ ჰეპატიტის უფასო მკურნალობას.

„გზავნილში საუბარია ბიუჯეტის ხარჯების არამიზნობრივად ხარჯვაზეც, მთავრობის წევრებისთვის დიდი პრემიების გაწერა ხდება და ამ დროს ადმიანები იღუპებიან იმიტომ, რომ მკურნალობის ფული არა აქვთ. ის რომ  ფული არაა, ეს არ არის გამართლება. რა ფულიც არის ის დაიხარჯოს მიზნობრივად“, - აღნიშნა ზაზა ქარჩხაძემ. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი