|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოყვარული ფოტოხელოვანის გამოფენა ქუთაისში

ქუთაისში, ჩაის სახლ „ფოე-ფოეში“ მოყვარული ფოტოხელოვანის, თამარ სირაძის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. თამარ სირაძე ფოტოგრაფიით 6 წლის წინ დაინტერესდა. როგორც თავად ფოტოხელოვანი აღნიშნავს, საგამოფენო სივრცის ნაცვლად, პირველი გამოფენისთვის, ვიწრო აუდიტორია არჩია. მომავალში თამარ სირაძე საკუთარ ნამუშევრებს ფართო აუდიტორიას წარუდგენს. მის შემოქმედებაში უდიდესი ადგილი ქუთაისს და ქუთაისელებს უჭირავთ. თუმცა, კადრებზე საქართველოს სხვასადხვა კუთხის ულამაზესი ადგილებიცაა ასახული. თამარ სირაძის ფოტოგამოფენა ჩაის სახლში რამდენიმე დღე გაგრძელდება.

ავტორი: დეა მანაგაძე