|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მუსიკალური არდადეგები ქუთაისში" დასრულდა

პროექტის "მუსიკალური არდადეგები ქუთაისში" მონაწილეები ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში მიიღეს. პროექტი 25 ივლისიდან 3 აგვისტომდე მიმდინარეობდა და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 60 წარმატებული ბავშვი მონაწილეობდა.

მუსიკალური არდადეგების ჩატარების იდეა ხელოვნების აკადემიას ეკუთვნის. როგორც აკედემიის ხელმძღვანელმა, ვალერიან შიუკაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ღონისძიება თელავში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა საბოლოოდ, პროექტი ქუთაისში განხორციელდა.
"მუსიკალური არდადეგები ქუთაისში" მონაწილეებს ყოველდღიურად მასტერკლასები, ტრენინგები, ექსკურსიები და სხვადასხვა აქტივობები უტარდებოდათ.
პროექტი მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
"პროექტი წარმატებული აღმოჩნდა. მონაწილეებმა აიმაღლეს კვალიფიკაცია და მიიღეს ცოდნა. გარდა ამისა, ბავშვები დამეგობრდნენ ერთმანეთთან, ამიტომ ეს პროექტი მომავალ წელსაც გაიმართება," - აღნიშნა ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ.
პროექტის "მუსიკალური არდადეგები ქუთაისში" დახურვა დღეს, ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში გაიმართება.

 

ავტორი: დეა მანაგაძე