|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავტოავარიაში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ეროვნული ბანკის მმართველი დაიღუპა

აფხაზეთში, სოხუმის რაიონის სოფელ ზემო ეშერასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ირალიონ არგუნი გარდაიცვალა. აფხაზეთის შს სამინისტროს ცნობით, მისი ავტომანქანა კლდეს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ITAR-TASS ავრცელებს, აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. 
სამინისტრო იუწყება, რომ არგუნის ბრონირებული მანქანა კლდეს შეეჯახა და ხანძრის შედეგეად დაიწვა. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი, საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს. თუმცა, მისი გადარჩენა არ იყო შესაძლებელი. 
არგუნს ეროვნული ბანკის ხელომძღვანელის პისტი 2005 წლიდან ეჭირა. ის სამსახურში ყოველდღიურად გაგრიდან დადიოდა, სადაც ცხოვრობდა. 
წყარო: news.mail.ru

ავტორი: ნიუპრესი