|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"კეთილმა სამარიტელმა" ქუთაისში სოციალურად დაუცველი ბავშვები დაასაჩუქრა

ქუთაისის ოპერის თეატრში სოციალურად დაუცველი 200 ბავშვი ორგანიზაციამ "კეთილი სამარიტელი საქართველოში" დაასაჩუქრა. საქართველოში აღნიშნული ორგანიზაციის კოორდინატორის, მერაბ ორაგველიძის განცხახდებით, ევროპელი და ამერიკელი ბავშვები ქართველ ბავშვებს საჩუქრებს ყოველწლიურად უგზავნიან.

"ამ საჩუქრებს ვიღებთ მხოლოდ იმისთვის, რომ ქართველი ბავშვები დავასაჩუქროთ," - აღნიშნა მერაბ ორაგველიძემ.

ორგანიზაციამ "კეთილი სამარიტელი საქართველოში" სოციალურად დაუცველი ბავშვბისთვის საქართველოს მასშტაბით 120 000 საჩუქარი ჩამოიტანა, აქედან იმერეთის რეგიონის ბავშვებისთვის 10 000 საჩუქარია განკუთვნილი. ბავშვების დასაჩუქრების აქცია ქუთაისში წელს მეხუთედ იმართება და 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდება.  

ევროპელი და ამერიკელი ბავშვების მიერ გამოგზავნილი  საჩუქრები ქუთაისელ ბავშვებს ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ გადასცა.

"მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ბავშვები კიდევ უფრო მეტად გავახაროთ," - აღნიშნა შოთა მურღულიამ.  

ავტორი: დეა მანაგაძე