კომპიუტერებს საჩუქრად კლასის დამრიგებლებიც მიიღებენ
დაწყებითი კლასების პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დასაწყისში ახალ, 15.6 ინჩიან კომპიუტერებს საჩუქრად მიიღებენ. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"აღნიშნულ კომპიუტერებს მასწავლებლები ქსელური მეცადინეობისთვის გამოიყენებენ. მისცემენ მოსწავლეებს ქსელურ დავალებებს, რაც კიდევ უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის სწავლა-სწავლების პროცესს,"- განაცხადა თამარ სანიკიძემ.
მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ყველა რეგიონის სკოლა ინტერნეტით და უფასო "WIFI"-ით არის აღჭურვილი, კომპიუტერული ქსელური მეცადინეობები ყველა სკოლაში უნდა ჩატარდეს.
ავტორი: ნიუპრესი