ქუთაისში, ავტოქარხნის უბანში საბავშვო ბაღი აშენდება
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. 140 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის შენობა 2 სართულიანი იქნება.
ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის 499 126
ლარად შეფასებული ტენდერი მერიამ მიმდინარე წლის 10 ივლისს გამოაცხადა.
აღნიშნული ტენდერით, სამი თბილისური კომპანია, შპს "ნიუ კონსტრაქშენი",
შპს "ჯი აი თი -2007" და შპს "კავკასუსინვესტი" დაინტერესდა.
2014 წლის აპრილში, წინა მოწვევის საკრებულოს რიგგარეშე
სხდომაზე, საბიუჯეტო ცვლილებები განხორციელდა და ქუთაისში ორი ახალი ბაღის მშენებლობისთვის
998 300 ლარი გამოიყო.
ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას ინფორმაციით, მეორე
საბავშვო ბაღი ავანგარდის დასახლებაში აშენდება, რისთვისაც შესაბამისი ტერიტორია უნდა შეირჩეს.
ქუთაისში ამ დროისთვის 35 საბავშო ბაღი ფუნქციონირებს,
სადაც 9200-მდე ბავშვი ირიცხება.
ახალი საბავშვო ბაღის ესკიზი
ავტორი: დეა მანაგაძე