|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩინეთში მომხდარ მიწისძვრას 150 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით, პროვინცია გუიჩჟოუში დღეს მომხდარი მიწისძვრის შედეგად, 150 ადამიანი დაიღუპა და 80-მდე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ფრანს-პრესი" ავრცელებს.
აღნიშნულ პროვინციაში დღეს 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.
დღესვე ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა იაპონიაშიც, სადაც კუნძულ ოკინავასთან მიწისძვრის სიმძლავრემ 5,7 მაგნიტუდა შეადგინა. გარდაცვლილთა და დაშავებულთა, ასევე ცუნამის საშიშროების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
წყარო: ipn.ge 

ავტორი: ნიუპრესი