ქუთაისის #2 ქალთა კონსულტაციის სახელმწიფოს 100%-იანი წილი იყიდება
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე გასაყიდად შპს "ქუთაისის N2 ქალთა კონსულტაციის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი გამოიტანა. სახელმწიფოს წილის საწყისი ფასი 148 000 ლარია.
როგორც N2 ქალთა კონსულტაციის ხელმძღვანელი ქეთევან იობიძე აცხადებს, გაყიდვის შემთხვევაში კლინიკა ადგილმდებარეობას და პროფილს არ შეიცვლის.
"პირობით გათვალისწინებულია, რომ მომდევნო 5 წლის მანძილზე სამედიცინო პროფილი შენარჩუნებული უნდა იყოს," - განაცხადა ქეთევან იობიძემ.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სახელმწიფო ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, ასევე, კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 25 ხმა