ქუთაისის ცენტრში ავტომობილების მოძრაობა წყლის სისტემის რეაბილიტაციის გამო შეიზღუდა
ქუთაისში თამარ მეფის ქუჩაზე ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდა. აღნიშნული შეზღუდვა წყლის სისიტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას უკავშირდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები თამნარ მეფის ქუჩის გარდა მანდარიას ქუჩაზეც განხორციელდება.
თამარ მეფისა და მანდარიას ქუჩებზე წყლის სისტემების რეაბილიტაცია კოქსის პროექტით მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში აღნიშნულ ქუჩებზე 1757 მეტრი წყლის ქსელის რეაბილიტაცია იგეგმება.
სამუშაოებს ესპანური კომპანია "კობრა" ახორციელებს, ხოლო ზედამხედველობას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია უწევს.
წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ დაათვალიერა.
"ამორტიზებული ქსელი ყველა ქუჩაზე ეტაპობრივად შიცვლება. ინტენსიური სამუშაოები უზრუნველყოფს, რომ წყლის პრობლემა 2-3 წლის განმავლობაში გადაჭრილი იქნეს," - განაცხადა შოთა მურღულიამ.
ავტომობილების გადაადგილებაზე შეზღუდვა თამარ მეფის ქუჩაზე რამდენიმე დღე გაგრძელდება.
ავტორი: ნიუპრესი