|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქომაგთა კლუბი "ჯუნგლები"– "ტორპედოს" ყურადღება არ ექცევა

ქომაგთა კლუბი "ჯუნგლები" კომპანია "ვისოლს" ქუთაისის "ტორპედოზე" პატრონობის გაგრძლებას თხოვს. ქომაგთა კლუბის წევრების განცხადებით, ისინი ქუთაისის საფეხბურთო კლუბის დღევანდელ მდგომარეობას ვერ შეეგუებიან. მათივე თქმით, "ტორპედოს" ისეთი ყურადღება არ ექცევა, როგორსაც იმსახურებს და ამ ვითარებაში გუნდი მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას ვერ შეძლებს. 

"სულ იყო დაპირებები გუნდის მიმართ, მაგრამ 5 პროცენტიც არ შესრულებულა ამ დაპირებების. ასეთი დამოკიდებულებით "ტორპედო" ვერ შეძლებს იბრძოლოს მაღალი მიზნებისთვის. ჩვენი სურვილია "ტორპედომ" იბრძოლოს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაზეც გავიდეს," –  განაცხადა ქომაგთა კლუბი "ჯუნგლების" წარმომადგენელმა, ლევან დანელიამ.
ქომაგთა კლუბის წევრების განცხადებით, თუკი "ვისოლი" ქუთაისის საფეხბურთო კლუბში დარჩება, გუნდი ევროპულ სარბიელზე ასპარეზობას გააგრძელებს. 
 

ავტორი: დეა მანაგაძე