|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კახეთში უბედური შემთხვევისას 30 წლის მამაკაცი დაშავდა

კახეთში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 30 წლის მამაკაცი დაშავდა. ინციდენტი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი გურგენიანის ჩანჩქერის 20 მეტრის სიმაღლიდან ხრამში ჩავარდა. 
თვითმხილეველების თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ახალგაზრდების ჯგუფი ჩანჩქერიდან უკან ბრუნდებოდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს ბილიკზე ფეხი დაუცდა და ხრამში ჩავარდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო კახეთის რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და 112 -ის ბრიგადა. 
დაზრალებული, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით ლაგოდეხის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
წყარო: ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი