ორშაბათი, 23 ივნისი, 2025 წელი 15:16:13
|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის სასწრაფო დახმარების სამსახური მუშაობას ძველ ადგილზე გააგრძელებს

ქუთაისის სასწრაფო დახმარების რაიონული ცენტრი 2014 წლის 1 აგვისტოდან ფუნქციონირებას ბუხაიძის ქუჩაზე მდებარე გარემონტებულ შენობაში გაგრძელებს. აღნიშნული ცენტრი დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს მიერ ჩამოყალიბებული სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობამ მოინახულა.

სასწარაფო დახმარების ცენტრი 2013 წლის დეკემბერში ჩამოყალიბდა და საქართველოს მასშტაბით, თბილისის გარდა, 68 რაიონულ ცენტრს აერთიანებს.
"სექტემბრის თვიდან რაიონულ ცენტრებში იგეგმება ავტოპარკის სრული განახლება, რისთვისაც შეძენილი იქნება 220 ავტომობილი, რომლებიც სასწრაფოს ცენტრებს გადაეცემათ, მათ შორის ქუთაისშიც," - განაცხადა სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორმა, თეიმურაზ ხარაშვილმა.
ქუთაისის სასწარფო დახმარების ცენტრი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმაც მოინახულეს.
"აქამდე სასწრაფოს გაუსაძლის პირობებში უწევდა მუშაობა, რაც ქალაქზეც აისხა. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ის დაბრუნებოდა თავის ძველ ადგილს. სასწრაფო უკვე კერძო სადაზღვევო კომპანიიდან გადაეცა სახელმწიფოს და პირველი ნაბიჯი გადაიდგა იმისთვის, რომ ხარისხი გაუმჯობესდეს," - განაცხადა ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ.
ქუთაისის სასწრაფო დახმარების სამსახურმა დღესვე არასამთავრობო ორგანიზაცია "ექთსჯორჯიასგან" ჰუმანიტარული ტვირთი მიიღო.   

ავტორი: დეა მანაგაძე