|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დასავლეთ საქართველოს 29 ფერმერულ ჯგუფს ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას პირდებიან

ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, პროექტის "თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისათვის" ფარგლებში  დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მოქმედ ფერმერული ჯგუფების წევრებთან სამუშაო შეხვედრა მოეწყო. პროგრამის ფარგლებში სენაკის, ხობის, აბაშის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ოზურგეთის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში მოქმედ ფერმერთა ჯგუფებს თანადაფინასებისა და ტექნიკური მხარდაჭერის მიღების საშუალება ეძლევათ. აღნიშნულ პროექტს  ქეა საერთაშორისო კავკასიაში, რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ერთობლივად ახორციელებენ.

პროექტი სენაკის, ხობის, აბაშის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ოზურგეთის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. წარმოდგენილი 105 საპროექტო განაცხადიდან 29 შეირჩა, ხოლო დაწუნებული 76 განაცხადიდან 9 განაცხადის ავტორს მათი გაუმჯობესების რეკომენდაცია მიეცა.

შერჩეულ საპროექტო განაცხადებს შორისაა რძის პროდუქტების წარმოება, ბოსტნეულის და ხილის წარმოება სათბურებში, ჩაის წარმოება, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შენახვა-დასაწყობება, მეფუტკრეობა.

ფერმერებს საპროექტი განაცხადის სრულყოფილად შევსების შესახებ რეკომენდაციები მიეწოდათ. განაცხადის დაკმაყოფილების შემთვევაში, ფერმერები საგრანტრო კონკურსის მეორე ეტაპს გაივლიან, რაც მათ  პროექტის ფარგლებში თანადაფინანსებისა და ტექნიკური მხარდაჭერის საშუალებას მისცემს.

 

ავტორი: დეა მანაგაძე