|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის "ტორპედო" ეროვნულ ჩემპიონატს "ვისოლის" დაფინანსებით იწყებს

ქუთაისის "ტორპედო" ეროვნული ჩემპიონატისთვის მზადებას გადის. გუნდის მთავარი მწვრთნელის, რეზო ძოძუშვილის განცხადებით, ქუთაისის საფეხბურთო კლუბს ამ დროისთვის კომპანია "ვისოლის" აფინანსებს.

"გუნდს კომპანია "ვისოლი" აფინანსებს, რომელმაც გუნდთან 5 თვიანი ხელშეკრულება დადო. თუკი მოისურვებენ გაგრძელებას, მაგაზე მერე ვისაუბრებთ," - განაცხადა რეზო ძოძუაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, "ტორპედოს" შემადგენლობაში 10-მდე ახალი ფეხბურთელი ირიცხება.

ეროვნული ჩემპიონატის პირველ შეხვედრას ქუთაისის "ტორპედო" 9 აგვისტოს ფოთის "კოლხეთთან" გამართავს. აღნიშნული თამაში ლანჩხუთის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება. რაც შეეხება ქუთაისურ საფეხბურთო კლუბს, გუნდი ახალ სეზონში საშინაო თამაშებს უკვე საკუთარ სტადიონზე ჩაატარებს.  

 

ავტორი: დეა მანაგაძე