გვალვიანი ამინდის გამო ქუთაისში ხანძარი გაჩნდა
ქუთაისში, გელათის ქუჩაზე, სასფლაოსთან ახლოს ხანძარი გაჩნდა. შემთხვევა რამდენი წუთის წინ მოხდა. ხანძრის ლოკალიზება მერიის სამაშველო სამსახურმა უკვე შეძლო.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახური- ნიკოლოზ კოღუაშვილის განმარტებით, ცეცხლი გამხამარ ბალახს გაუჩნდა.
"ზუსტი მიზეზი თუ რატომ გაჩნდა ცეცხლი არ ვიცი. თუმცა, ეს შესაძლებელია სიგარეტის ნამწვავსაც გაეჩინა იმდენად არის გამხმარი ბალახი", - განმარტა ნიკოლოზ კოღუაშვილმა.
მისივე თქმით, მაღალი ტემპერატურის გამო, ანალოგიური შემთხვევი და შესაბამისად გამოძახებები თითქმის ყოველდღე არის.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 25 ხმა