|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იზრდება თუ მცირდება კრიმინალი - კვლევის შედეგები

კომპანია აიფიემ კვლევებმა საკითხზე - იზრდება თუ მცირდება კრიმინალი, ჩაატარა 18+ რესპონდენტების გამოკითხვა. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 1100 რესპონდენტი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.

აიფიემ კვლევების მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა კრიმინალური მდგომარეობას ქვეყანაში შემდეგნაირად აფასებს: რესპონდენტების 28% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა, 51% მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა, ხოლო 21% მიიჩნევს, რომ სიტუაცია გაუმჯობესდა.

"თუ შევაფასებთ პატრულის მიმართ მოსახლეობის ნდობის ცვლილებას ბოლო 3 წლის განმავლობაში, ვნახავთ რომ არის ნდობის დონის კლების დინამიკა, კერძოდ კი, თუ 2012 წელს მოსახლეობის 12% არ ენდობოდა პატრულს, 2014 წელს ამ მაჩვენებელმა 18%-ს მიაღწია.

ასევე გაუარესების დინამიკა შეინიშნება 2014 წელს, 2013 და 2012 წლის მონაცემებთან შედარებით ქურდობასთან დაკავშირებით, კერძოდ თუ 2012 და 2013 წლებში რესპონდენტების 5% ამბობდა, რომ ქურდობის ფაქტი შეეხოთ მათ ან მათი ოჯახის წევრებს, 2014 წელს მსგავსი რესპონდენტების რაოდენობამ 10% შეადგინა.

ასევე ასევე გაუარესკების ტენდენციაა, რესპონდენტების შეფასება საკუთარ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, თუ 2012 წელს, რესპონდენტების 10% არ გრძნობდა თავს უსაფრთხოდ, 2013 წელს ასეთი რესპონდენტების რაოდენობამ 15%, ხოლო 2014 წელს 19.5% შეადგინა", - ასკვნიან აიფიემ კვლევებში.

info9.ge

ავტორი: ნიუპრესი