|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისიდან აქციაზე სამი ათასიანი კოლონა გაემგზავრა

ქუთაისიდან დღეს სამიათასკაციანი კოლონა გავიდა. აღნიშნული რაოდენობის ადამიანი, დღეს, თბილისში,  აქციას, "არა- ანექსიას" შეუერთდება. საქართველოს სხვა კუთხეების მსგავსად, ქუთაისიდან მოქალაქეები დროშებითა და შეძახილებით წავიდნენ.

ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით დედაქალაქში იგეგმება მანიფესტაცია-მიტინგი, მოთხოვნით „დაიცავი საქართველო, მოითხოვე ევროპა.“  

მსვლელობა 16 საათზე ვარდების რევოლუციის მოედნიდან დაიწყება. მანიფესტანტები რუსთაველის გამზირის გავლით პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან, სადაც პოლიტიკური ლიდერები და საზოგადოების წარმომადგენლები სიტყვით გამოვლენ.

„ეს იქნება ძალიან მკაფიო გზავნილი ხელისუფლების მიმართ, რომელიც გასული ორი წლის განმავლობაში არასწორ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს და ამით ხელ-ფეხს უხსნის რუსეთს, გააკეთოს ის, რაც დიდი ხნის ჩაფიქრებული აქვს.“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წვერმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

ავტორი: ასმათ ყურაშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა