|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ბიუჯეტის პროექტში მოსახლეობის რეკომენდაციები გაითვალისწინეს

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში “მოსახლეობის ფორუმის“ მეორე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ორგანიზებას უწევს ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი(KEDEC) პროექტის: “ეს მუშაობს“ ფარგლებში.
ფორუმზე ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ ქალაქის მოსახლეობის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ წარუდგინა 2015 წლის ბიუჯეტი.
შეხვედრაზე განიხილეს  თუ რისი გათვალისწინება გახდა შესაძლებელი 
საზოგადოების მიერ წარდგენილი რეკომენდაციებიდან.  „როგორც ვიცი,   წარდგენილი რვა რეკომენდაციიდან ექვსი იქნა რეალურად გათვალისწინებული მომავალი წლის ბიუჯეტში, ხოლო დანარჩენი ორი საკითხის განხილვა მიმდინარეობს", - განაცხადა ქუთაისის განვითარებისა და დასაქმების ცენტრის დირექტორმა ლია კილაძემ.
"ყველა მსგავსი შეხვედრა მოსახლეობასთან არის მნიშვნელოვანი, რადგან ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს მჭიდრო დამოკიდებულება მოსახლეობასთან და მას უნდა აწვდიდეს ინფორმაციას რა გააკეთა ან რის გაკეთებას აპირებს.   მე მინდა ხაზი გავუსვა ამ პროექტის მნიშვნელობას, რადგან მოიცავს მოსახლეობის ჩართულობას ბიუჯეტის ფორმირებაში", - განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა