ქუთაისში ბორის გაპონოვის ძეგლს ხელი რამდენიმე საათით მოაძვრეს
ქუთაისში ბორის გაპონოვის ძეგლს ხელი რამდენიმე საათით მოაძვრეს, ბორის გაპონოვის უმკლავო ძეგლმა მოსახლეობისა და ქალაქის მერის აღშფოთება გამოიწვია.
„ძალიან ცუდია, როცა ქუთაისში არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გაკეთებულის გაფუჭება. ეს არის ვანდალიზმი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძეგლს აღვადგენთ.“- განაცხადა შოთა მუღულიამ.
როგორც შემდეგ გაირკვა, ძეგლს მარცხენა მკლავი ავტორმა, მოქანდაკე გიორგი კიკვიძემ თავად მოხსნა, თუმცა ანის სესახებ ქალაქის შესაბამისი სამსახურებისათვის წინასწარ არ უცნობებია.
„ვიღაცა, ალბათ, ფეხებით შეადგა ზედ, შეიძლება, სურათს იღებდა, ამიტომ ძეგლს ბზარი ჰქონდა
მკლავზე. მერე უფრო მეტად რომ არ დაზიანებულიყო, მე თავად მოვხსენი მკლავი და ატყდა
აჟიოტაჟი, მოუპარიათო. მთლიანად ძეგლის აღებას ვაპირებდი და კიდევ კარგი, რომ საერთოდ არ ავიღე. ამჟამად ძეგლს დაზიანებები შეკეთებული აქვს,
თავდაპირველი ფერიც აქვს დაბრუნებული“ , - განუცხადა „Newpress.ge“-ს ძეგლის ავტორმა და მოქანდაკემ, გიორგი კიკვაძემ.
ავტორი: ანა ჯიქია





19:59
15:16
16:03
11:37
15:02
















