|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წიგნები სტამბოლის ქართული სათვისტომოსთვის

„წიგნები სტამბოლის სათვისტომოსთვის“- ამ სახელწოდებით ქუთაისში სტამბოლის ქართველი სათვისტომოსათვის წიგნების შეგროვება მიმდინარეობს. სტამბოლის ქართულენოვან ბიბლიოთეკას პირველი ასი წიგნი „ნაზარაშვილის საოჯახო მედიცინის კლინიკის“ დირექტორმა, მერაბ კვიცარიძემ გადასცა.    წიგნების შეგროვების აქციას  ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ლუკა დვალიშვილი შეუერთდა, რომელმაც სტამბოლის ქართული სათვისტომოს ბიბლიოთეკას ასევე 100 წიგნი უსახსოვრა. 

 სამწუხაროდ, ამ აქციას არც თუ ბევრი ადამიანი გამოეხმაურა. არადა, ეს ის აქციაა, რასაც ნამდვილად უნდა მოჰყვეს გამოხმაურება. აქციის შესახებ სოციალურ ქსელში, კლინიკის გვერდზე განვაცხადეთ,  ახლა თქვენც გითხარით  და იმედი მაქვს, კიდევ გამოგვეხმაურებიან“, - განუცხადა „ Newpress.ge”- ს ნაზარაშვილის კლინიკის დირექტორმა მერაბ კვიცარიძემ.

სტამბოლის ქართული სათვისტომოსთვის წიგნებს საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ნაზარაშვილის კლინიკა აგროვებს. წიგნების შეგროვების აქცია მეოთხე დღეა მიმდინარეობს.  ამ ეტაპზე სტამბოლის ქართულენოვან ბიბლიოთეკისთვის დაახლოებით 215 წიგნია შეგროვებული.

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა