|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონში მოკლული სალომე ჯორბენაძის საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო

ქუთაისის  საქალაქო სასამართლოში სალომე  ჯორბენაძის მკვლელობასთან დაკავშირებით  სასამართლო პროცესი დაიწყო.  სხდომა ნახევრად დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

 გარდაცვლილის დედა მკვლელის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს.

"მოვითხოვ, დამძიმდეს 108-ე მუხლი და  ჩემი შვილის მკვლელს 20 წელი მიესაჯოს,

მემუქრება, მეუბნება, უკან არაფერზე დავიხევო, ბილწ სიტყვებს მეძახის,  არც მე ვარ დაცული,  არც ჩემი შვილიშვილი", -განაცხადა   "Newpress.ge"-სთან  საუბრისას  გარდაცვლილის დედამ, ფატიმა ჭელიშვილმა.

დაღუპული სალომე ჯორბენაძის  ნათესავები  პრეტენზიას გამოთქვამდნენ სხდომის ნახევრად  დახურვასთან დაკავშირებით, მათი თქმით,  სხდომაზე დასწრება ყველასთვის შესაძლებელი უნდა ყოფილიყო, "საზოგადოებამ თვალი უნდა ადევნოს სასამართლო პროცესს", -აცხადებენ გარდაცვლილის ნათესავები.

"Newpress.ge" ეცადა მკვლელიობაში ეჭვმიტანილის  ნათესავებსაც გასაუბრებოდა, თუმცა ისინი  კომენტარისაგან თავს იკავებენ.

შეგახსენებთ, სალომე  ჯორბენაძე  ყოფილმა მეუღლემ, რომელიც  პოლიციელი იყო,  ზესტაფონის ერთ-ერთ  ბაღში ცეცხსასროლი იარაღით მოკლა. გარდაცვლილს მცირეწლოვანი შვილი დარჩა, რომელიც ბებიასთან იზრდება.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი