|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოპერის საიუბილეო კვირეული გაიხსნა

ქუთაისის  მელიტონ ბალანჩივაძის  სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი   ოპერის 45 წლის იუბილეს  აღნიშნავს.   საიუბილეო ღონისძიებები 23-დან 27  დეკემბრის ჩათვლით  გაგრძელდება. დღევანდელი საღამო საქართველოს პატრიარქის  ილია II-ს საგალობლით "kurie elieison" გაიხსნა, რომელიც ოპერის თეატრის გუნდმა, ქორმაისტერი ირინა ლომინაძის ხელმძღვანელობით შეასრულა.

საღამო  თეიმურაზ კობახიძის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა,  რომელიც ქუთაისის ოპერის  თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი და დირიჟორი გახლდათ.  საღამოს ცნობილი სოლოსტი და თეატრის  ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი მედეა ამირანაშვილი ესწრებოდა.  

"ეს დღე ჩემში ტკბილ მოგონებებს აღვიძებს, ძალიან მიყვარს და ბედნიერი ვარ, რომ დღეს ქუთაისში ვარ", - აღნიშნა მედეა ამირანაშვილმა. 

"დღეს  ოპერის გუნდის   კონცერტი გაიმართა, ხვალ  თბილისის ოპერის თეატრი ჩამოდის, ზაზა აზმაიფარაშვილის დირიჯორობით, მთელი კვირის განმავლობაში  მაყურებელს წინ მრავალი სიურპრიზი ელოდება", - განაცხადა   რეჟისორმა მაია გაჩეჩილაძემ. 

 იუბილის გახსნაზე ქალაქის და მხარის პირველი  პირები არ გამოჩენილან.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა