|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირაკლი ღარიბაშვილი: "მინდია ჯანელიძესთან მქონდა საუბარი. მას არც ეუხერხულება და არც არაფერი"

 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით საზოგადოებას "ისტერიის" დასრულებისკენ მოუწოდებს. 
 განცხადება პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. 
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მისთვის გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რაც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას მოჰყვა. 
"სრულიად გაუგებარია ჩემთვის ის აჟიოტაჟი, რომელიც ატყდა თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, მოწოდებები იმის თაობაზე, რომ მინდია ჯანელიძე გადადგეს, მე მგონი, არასწორი საუბარია. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ უფრო გონივრული იქნება, დროზე დავასრულოთ ეს საუბარი და მართლაც ისტერია. მინდია ჯანელიძესთან მქონდა საუბარი. მას არც ეუხერხულება და არც არაფერი. ჩვენ ვისაუბრეთ და გამოვხატეთ პოზიცია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მოწოდებაზე "ამხელა აჟიოტაჟი" ატყდა, ძალიან შეუსაბამო, შეურაცხმყოფელი და დამაკნინებელია თავდაცვის სამინისტროსი.

 შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში პასუხისმგებლობა უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრის ალექსანდრე გრიგოლაშვილის  დაღუპვასთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს დაეკისრა. მოგვიანებით, საზოგადოების უარყოფითი რეაქციის შემდეგ,  განცხადება საიტიდან გაქრა, თუმცა  თავდაცვის მინისტრსამ დრომდე  მომხდარის გამო ბოდიში არ მოუხდია. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა