ზურაბ მარგველაშვილი სამსახურს ტოვებს
ქუთაისის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის
უფროსი, ზურაბ მარგველაშვილი სამსახურს ტოვებს.
ზურაბ მარგველაშვილმა "Newpress.ge"–სთან საუბრისას განაცხადა, რომ ის სამუშაოდ თბილისში გადადის.
"მე სამსახური კი შევიცვალე, მაგრამ სახალხოდ გპირდებით, რომ ქუთაისს არასოდეს დავტოვებ, ჭირში და ლხინში თქვენს გვერდით ვიქნები. მზად ვარ ნებისმიერ ქუთაისელს შევეჯიბრო ქუთაისის სიყვარულში", - აღნიშნა მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, ზურაბ მარგველაშვილი ქუთაისის მერიაში სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის უფროსად 2013 წელს დაინიშნა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი