სასჯელაღსრულების სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს
სასჯელაღსრულების სამინისტრო, გავრცელებულ ინფორმაციას, პატიმრის, ო.ა.-ს შიმშილობისა და პირის ამოკერვის შესახებ არ ადასტურებს.
"გავრცელებული ინფორმაცია პატიმარ ო.ა.-ს შესახებ არ დასტურდება. ის არც შიმშილობს და არც თვითდაზიანება მიუყენებია", - განაცხადეს სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურიდან ნიუპრესთან საუბრისას.
შეგახსენებთ, ო. ა-ს ოჯახის წევრების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, პატიმარი, რომელიც ქუთაისში, სასჯელაღსრულების #2 დაწესებულებაშია განთავსებული, კვირაზე მეტია შიმშილობს. მათი მტკიცებით, ის ნაწამებია და გამოძიებისას ჩვენება უდანაშაულო პირების წინააღმდეგ მიაცემინეს.
ავტორი: ასმათ ყურაშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა


15:17
15:16
14:26
17:59
















