ბედობის ტრადიცია საქართველოში საუკუნეებს ითვლის
ბედობის ტრადიცია საუკუნეებს ითვლის. საქართველოში ის მნიშვნელოვან დღედ ითვლება, რადგან მიაჩნიათ, რომ როგორც ბედობის დღეს შეხვდებიან, მთელი წელი იმის მიხედვით ჩაივლის. ძველ დროში ახალი წლის
მეორე დღე მომავალი განწყობისა და ბედნიერების დაბედების დღედ ითვლებოდა. ბედობას, ძველი ტრადიიციის თანახმად, ხალისიანი განწყობით, ლაღად და უდარდელად ხვდებოდნენ. ბედობა
რელიგიური დღესასწაული არ არის, მაგრამ მოსახლეობა ტრადიციას არ ღალატობს, ფიქრობენ, რომ
სწორედ ბედობის დღეზეა დამოკიდებული როგორი იქნება მათთვის მომავალი წელი.
ამ
დღის „უბედურებად“ ითვლება, თუ იჩხუბებთ, მთელი წლის მანძილძე ჩხუბი და უბედურება დაგებედებათ.
ბედობის დღესასწაულს ძველთაგნავე განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. ამ დღესთან დაკავშირებით ოჯახის უფროსი ირჩევდა მეკვლეს, ანუ "კაი ფეხის" ადამიანს. ამ დღეს ცდილობდნენ, ოჯახიდან არ გასულიყვნენ. თუ ვინმე მეკვლის სტუმრობას ისურვებდა, ამ შემთხვევაში, სახლიდან გასვლა და მასთან სტუმრობა შეეძლოთ. სტუმრად წასული "მეფეხური" მასპინძელს ლამაზად გამოწყობილი უნდა წვეოდა, ოჯახისთვის ტკბილეული უნდა მიერთმია და მხიარულ განწყობაზე ყოფილიყო. ამ დღეს ოჯახები არც რაიმეს სესხულობდნენ და არც გაასესხებდნენ, ვინაიდან სესხება, გასესხება, ოჯახის ნივთების განათხოვრება გაწბილებასთან და მოტყუებასთან იყო დაკავშირებული. ბედობის ტრადიცია დღესაც შემორჩენილია საქართველოში, ამ დღესასწაულს აქტუალობა არ დაუკარგავს და 2 იანვარს „კაი ფეხის “ ადამიანისაგან შემდეგ სიტყვებს ისევ ელიან:
„შემოვდგი ფეხი,
გწყალობდეთ ღმერთი.
ფეხი ჩემი
კვალი ანგელოზისა“.
საქართველოში ახალი წელი ორჯერ - ახალი და ძველი სტილით აღინიშნება, შესაბამისად ბედობაც ორჯერ ავღნიშნავთ: 2 და 15 იანვარს.
ავტორი: ანა ჯიქია