მშვიდობის მარშში მონაწილეობას ტურისტებიც მიიღებენ
მშვიდობის მარშში მონაწილეობას მსოფლიო ლიდერებთან ერთად ტურისტები მიიღებენ. მილიონიან მარშში მონაწილეთა უსაფრთხოებას ათასობით სამართალდამცავი უზრუნველყოფს. ტერაქტების შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. მშვიდობის მარშს 2 ათასი პოლიციელი და 1350 ჯარისკაცი დაიცავს. პარიზის რესპუბლიკის მოედანზე მობილიზებულია გვარდიელები. შენობის სახურავებზე სნაიპერები განალაგეს.
პარიზს დღეს 40 ქვეყნის ლიდერები ეწვევიან. მათ შორის იქნება ისრაელის ხელმწიფოს მეთაური ბენიამინ ნეთანიაჰუ. ტერორისტული აქტების შემდეგ გამკაცრებულია უსაფთხოების ზომები ებრაელებით დასახლებულ უბნებში.
ტერორისტულმა აქტებმა მსოფლიო ლიდერებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი კამპანიისკენ უბიძგა. ერთ-ერთი ინიციატივა ევროკავშირში გადაადგილებისა და მგზავრების კონტროლს შეეხება. ამ თემაზე მსოფლიო ლიდერები უახლოეს სამიტზე ისჯელებენ, რომლის თარიღსაც პარიზში შეათანხმებენ.
მშვიდობის მარში საფრანგეთში თბილისის დროით 6 საათზე დაიწყება.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





10:32
19:59
15:16
16:03
11:37
















