|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა იმერეთში საქველმოქმედო აქცია გამართა

იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსი დავით მამულაშვილი და მისი თანამშრომლები ქუთაისში მცხოვრებ ორ მრავალშვილიან ოჯახს და ხანდაზმულთა პანსიონატს ესტუმრნენ. სამართალდამცველებმა თამაზ მინდიაშვილის ხუთშვილიან ოჯახს საოჯახო ტექნიკა: სარეცხი მანქანა, მაცივარი, ლეპტოპი, ელექტროჩაიდანი, ტკბილეული და საკვები პროდუქტები მიუტანეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მამუკა ცომაიას ოთხშვილიან ოჯახს ასევე გაზქურა, სარეცხი მანქანა, მაცივარი, ელექტროჩაიდანი, ტკბილეული და საკვები პროდუქტები მიუტანეს.
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, იმერეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ასევე დაასაჩუქრეს ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში მცხოვრები 90 მოხუცი,  მათ საყოფაცხოვრებო ტექნიკა  და ტკბილეული გასასცეს.  საქველმოქმედო აქციას შინაგან საქმეთა სამინისტრო, მინისტრ ალექსანდე ჭიკაიძის ინიციატივით ახორცილებს. 

ავტორი: ნიუპრესი