დონეცკში შეტაკებებს 2 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
დონეცკთან ბრძოლებს დ საცხოვრებელი
სახლების დაბომბვას ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გარდაცვლილი 7 და 16 წლის ძმები არიან. მძიმედ
დაიჭრა მათი 8 წლის დაც. დაბომბვას ახალგაზრდა მამაკაციც სიცოცხლეც ემსხვერპლა. გავრცელებული
ცნობით, ერთი მამაკაცი და ორი ბავშვი საარტილერიო
ორმხრივ ცეცხლში მოჰყვნენ. დონეცკში დანგრეულია
სახლების დიდი ნაწილი. დაძაბულობის მთავარ
კერად ამ დრომდე აეროპორტი რჩება, თუმცა იქ დილიდან სიმშვიდეა. ამ დრომდე მას სამთავრობო
ძალები აკონტროლებნენ. ახალი ტერმინალიდან, რომლის დაკავებასაც პრორუსი მებრძოლები შეეცადნენ,
ყველა დაჭრილი ევაკუირებულია. უკრაინა დღეიდან რუსეთს ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება
გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ კიევი მინსკის შეთანხმებას იცავს და იგივეს გაკეთებას
რუსეთისგან ითხოვს. დონბასის დაბრუნებას და
ქვეყანაში მშვიდობის დამყარებას უკრაინელებს პრეზიდენტი პირდება.
„ჩვენი გმირები დონეცკის აეროპორტში
პატრიოტიზმის დემონსტრირებას ახდენენ. ეს არის მაგალითი, თუ როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი
უკრაინა. არავის დავუთმობთ ჩვენს მიწას. ჩვენ დავიბუნებთ დონბასს და აუცილებლად გავიმარჯვებთ“,-
განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
ავტორი: ნიუპრესი





10:32
19:59
15:16
16:03
11:37
















