მრავალშვილიანი დედების პროექტი 170 ათასი ლარით გაიზარდა
2015 წლის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებებიდან, რომელიც ქალაქის მერმა ბრიფინგზე წარმოადგინა, ერთ-ერთი საკითხი მრავალშვილიანი დედების პროგრამის 170 ათასი ლარით გაზრდას შეეხებოდა. შოთა მურღულიას თქმით, თანხების გაზრდა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებამ გამოიწვია. "ჩვენ შევძელით პროგრამა 170 ათასი ლარით გაგვეზარდა, ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მრავალშვილიან დედებს ბავშვების გაზრდაში. ჩვენი პრიოორიტეტია, სანამ სრულწოვანი გახდება ბავშვი, ვიზრუნოთ მასზე. ყოველთვე ხდებოდა ბავშვებზე თანხის გაცემა. ეს ტანხა 50 პროცენტით გაიზრდება",- განაცხადა შოთა მუღღულიამ.
თითოეულ არასრულწლოვან ბავშვზე ოჯახი 20 ლარს იღებდა, ცვლილებეის შემდეგ გაზრდილი თანხა 30 ლარს შეადგენს. აღნიშნულ ცვლილებას დადებითად აფასებს მრავალშვილიანი დედების წარმომადგენელი ეკატერინე გამყრელიძე. "მერმა წაროადგინა ცვლილება, რომელიც საერთო ჯამში, პროექტის 170 ათას ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს, რაც თითოეულ ბავშვზე გასაცემ თანხას ზრდის, რაც მნიშვნელოვანი შეღავათია",- აღნიშნა ეკატერინე გამყრელიძემ.
ბრიფინგზე წარმოდგენილი საკითხების განხილვა საკრებულოს სხდომაზე რამდენიმე წუთში დაიწყება.
ავტორი: ანა ჯიქია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





10:32
19:59
15:16
16:03
11:37
















