ზესტაფონი-თერჯოლის გზის დაზიანებული მონაკვეთი სამ საათში აღდგება
ზესტაფონი-თერჯოლის გზის დაზიანებული მონაკვეთი სამ საათში აღდგება და მოძრაობა ორმხრივად იქნება შესაძლებელი, ამის შესახებ "Newpress.ge"-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა განუცხადა. "მიმდინარეობს სამუშაოები და ზესტაფონი-თერჯოლის გზის მონაკვეთი სამ საათში სრულად აღდგება. მოძრაობა ტრანსპორტისთვის ორმხრივად იქნება შესაძლებელი",- განაცხადა მეგი კიკაჩეიშვილმა.
შეგახენებთ, სოფელ სიქთარვასთან, 10-მეტრიანი მონაკვეთის გზის სავალმა ნაწილმა ჩაიწია, რის გამოც ავტოტრანსპორტის გატარება ცალმხრივად მიმდინარეობს.
მდგომარეობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ამაშუკელი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ვაჟა ფანჩულიძე გაეცნენ.ავტორი: ანა ჯიქია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა


15:17
15:16
14:26
17:59
















