ანი მიროტაძე ჰომოსექსუალებზე: ,,მე ვიცი, რომ ისინი არიან ჩვეულებრივი ადამიანები"
დღეს, “პირველის” პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანი მიროტაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. “17 მაისის” კითხვაზე, თუ რას ფიქრობს ჰომოსექსუალობაზე, მიროტაძემ უპასუხა, რომ ამ მოვლენის დაკვალიფიცირება პოლიტიკოსის საქმე არ არის.
“ჩემთვის ეს აუხსნელია, მაგრამ არ მაქვს ამ კითხვაზე პასუხი. ეს გადახრაა, ავადმყოფობაა, რაღაც მოდას აყოლილი ადამიანების ქმედება თუ რაც არის, ეს არის ფაქტი და ასევე ვიცი, რომ ასეთი დამოკიდებულების გამო არ უნდა ისჯებოდნენ.
თუ მათ აქვთ განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია, არიან განსხვავებულები საზოგადოებისგან, ეს არ ნიშნავას იმას, რომ მათი უფლებები უნდა იყოს შელახული. მე არვიცი რა ჰქვია ამას და საერთოდ ამ მოვლენის დაკვალიფიცირება პოლიტიკოსის ფუნქცია არ არის. ეს გადის ავადმყოფობის კატეგორიაში, თუ გადახრის კატეგორიაში, ამ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალისტებმა უნდა დადონ დასკვნები. მე ვიცი, რომ ისინი არიან ჩვეულებრივი ადამიანები, მოქალაქეები, საზოგადოების წევრები და არ უნდა იყოს მათი უფლებები შეზღუდული”, – განაცხადა ანი მიროტაძემ.
წყარო: 17maisi.org
ავტორი: ნიუპრესი





10:32
19:59
15:16
16:03
11:37
















