|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, საქართველო “ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყნებს შორისაა

Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, საქართველო “ნაწილობრივ თავისუფალ “ქვეყნად რჩება. უფლებადამცველი ორგანიზაცია მსოფლიოში თავისუფლების შესახებ 2015 წლის ანგარიშს – "უარყოფილი დემოკრატია: რკინის მუშტისკენ მიბრუნება" აქვეყნებს. დოკუმენტში მიმოხილულია 195 ქვეყანა, რომელთაგან 89 ქვეყანა - 46 პროცენტი შეფასდა,  როგორც თავისუფალი, 55  ქვეყანა, რომელიც 28 პროცენტს შეადგენს,  – ნაწილობრივ თავისუფალი,  ხოლო 51 ქვეყანა - 26 პროცენტი – არათავისუფალი. 

 სწორედ  იმ 55 ქვეყანას შორისაა  საქართველოც, რომელსაც Freedom House ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყანად აფასებს.

 7-ქულიან შკალაში, რომლის მიხედვითაც 1 ქულით თავისუფალი მდგომარეობა, ხოლო ქულების მატება თავისუფლების ინდექსის გაუარესებას მიუთითებს, საქართველო 3 ქულით არის შეფასებული. ამასთან, 3 ქულით ფასდება საქართველოში როგორც პოლიტიკური უფლებების, ისე სამოქალაქო თავისუფლების მაჩვენებელი.
Freedom House უკიდურესად უარყოფით  შეფასებას  აძლევს  ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ეკვატორულ გვინეაში, ერითრეაში, ჩრდილოეთ კორეაში, საუდის არაბეთში, სომალიში, სუდანში, სირიაში, თურქმენეთსა და უზბეკეთში არსებულ მდგომარეობას.

 

ავტორი: ნიუპრესი