შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
"ბოლო ორი დღის განმავლობაში მედიაში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ასახულია პატრულისა და მოქალაქის, ასევე პატრულისა და შსს-ს თანამშრომლის კადრები. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. ნათქვამია განცხადებაში. ასევე აღნიშნულია, რომ გენერეალური ინსპექცია შეიწავლის ჰქონდა თუ არა ადგილი პატრულის მხრიდან კანონდარღვევას ადგილი და განხორციელდა არა ზარები მოქალაქის მხრიდან შს სამინისტროს თანამდებობის პირებთან.
"ინსპექცია ასევე შეისწავლის იმ ფაქტს, თუ საიდან მოხვდა აღნიშნული ვიდეოკადრები გარეშე პირებთან. შესწავლის შედეგად გამოვლენილი კანონდარღვევების მიმართ იქნება კანონის შესაბამისი რეაგირება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შს სამინისტრო რეაგირების გარეშე არ დატოვებს არცერთ მსგავს ფაქტს. სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ როგორც მოქალაქის, ასევე თითოეული პოლიციელის კანონიერი უფლებები და პატივი იყოს დაცული", - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ნიუპრესი





10:32
19:59
15:16
16:03
















