ირაკლი ავალიანი: "ჯობია, ბატონი გოგი ჩამოყალიბდეს, რა დანაშაული მიგვიძღვის ქალაქის წინაშე"
პარატია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის, გოგი წულაიას ბრალდებებს, ხელფასის გაუცემლობასთან დაკავშირებით ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში პასუხობენ. საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსის, ირაკლი ავალიანის თქმით, ხელფასის გაცემასთან დაკავშირებით ვადები არ დარღვეულა და რომ სახაზინო წესზე გადასვლა მათზე დამოკიდებული არაა. " სახაზინო წესზე გადსვლას არეგულირებს კანონი. პრობლემის შექმნაზე კი შეგვიძლია ვისაუბრაოთ მაშინ, როცა ვალდებულებებს ვარღვევთ, ჩვენ სახელფასო ვალდებულებები არ დაგვირღვევია. ხელფასები 22 -შიც დარიცხულა და თვის ბოლოსაც. ადრე ჟურნალისტები მთხოვდნენ გამეკეთებინა კომენტარი ბატონი გოგის განცხადებებზე, ხელფასების და პრემიების გაცემათან დაკავშირებით. ახლა ხელფასების გაუცემლობას გვაბრალებს, ხვალ, ალბათ მის გაცემას დაგვაბრალებს. ჯობია, ჩამოყალიბდეს, რა დანაშაული მიგვიძღვის ქალაქის წინაშე",- განაცხადა ირაკლი ავალიანმა.
ავტორი: ანა ჯიქია





10:32
19:59
15:16
16:03
















