მსოფლიო ჩემპიონი მოსკოვში ქურდობისთვის დააკავეს
კიკბოქსინგში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ირაკლი ღვინჯილია მოსკოვში, ფულის მოპარვის ბრალდებით დააკავეს. შემთხვევა კაფე „შოკოლადნიცაში“ მოხდა, სადაც მსოფლიო ჩემპიონმა ერთ-ერთი კომერციული კომპანიის დირექტორს 70 000 რუბლი მოპარა. ლევან ღვიჯილიამ ჩადენილი დანაშაული აღიარა. პოლიციამ ქართველი სპორტსმენის აღიარებითი ჩვენება გაითვალისწინა და იგი ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილით, სასამართლომდე გაათავისუფლეს. რუსული წყაროების ინფორმაციით, დანაშაული 4 იანვარს განხორციელდა, მაგრამ გამოძიება თვეზე მეტ ხანს მიმდინარეობდა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა


15:17
15:16
14:26
17:59
















