გუბაზ სანიკიძის ვიცე-სპიკერად დანიშვნა კენჭისყრის გარეშე მოხდება
პარლამენტის წევრი გუბაზ სანიკიძე შეთავაზებულ პოსტზე დათანმხმდა, ამაის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: ,,ვადასტურებ, რომ მივიღე შემოთავაზება უმრავლესობისგან ვიცე-სპიკერის პოსტთან დაკავშირებით და იმასაც გეტყვით, რომ თანახმა ვარ დავიკავო აღნიშნული თანამდებობა" , - განაცხადა სანიკიძემ.
საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის თქმით, აღნიშნული ძალიან მარტივი პროცესია, მთავარია, გაიარო ყველა საჭირო პროცედურა და ამის შემდეგ მოხდება დანიშვნა. აღნიშნული ცვლილების განსახორციელებლად კენჭისყრა საჭირო არ არის.
ავტორი: გიგა გელხვიიძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





17:29
10:32
19:59
15:16
















