|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემის პრეზენტაცია გაიმართა

დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სამინისტროში პრეს-კონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს ახალი სქემის პრეზენტაცია წარუდგინა. ესაა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, რომლის მარეგულირებელი დოკუმენტები სპეციალურმა სახელმწიფო კომისიამ შეიმუშავა. 
სქემა ერთიანი სისტემაა, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფილია პედაგოგის მომზადება პროფესიისთვის, დოკუმენტში ასახულია როგორი უნდა იყოს საუნივერსიტეტო პროგრამა, პროფესიაში შესვლის გზები და როგორ უნდა შეუწყონ ხელი პედაგოგს კარიერულ წინსვლაში.

ავტორი: ნიუპრესი